ივანიშვილი სააკაშვილ-ალასანიაზე: მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ასე იოლი არაა ჩემი ლიკვიდაცია

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა მის ლიკვიდაციაზე სუაბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი ჯერ-ჯერობით არ არის. 19 Shares “ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ. ამ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადასტურდება. რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს თუნდაც ის დამოკიდებულება, ნახეთ გვარამიას მაონათქვამები კვესიტაძესთან ერთად, რას იტყვის ხოლმე ჩემზე… ესენი ამაზე არიან წამსვლელები, მაგრამ უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგრამ მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რასაც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურები ამას ყველაფერს და ვერ გრძნობენ. მაგათ მაშინ ჰქონდათ მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტი რომ ჰქონდათ, მთელი პოლიცია.. მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მასინ აუპატიურებდნენ, მასინ კლავდნენ, მაში ჩადიოდნენ ყველაფერს, ახლა მაგის თავი სად აქვთ…”, – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად: https://ipress.ge/new/ivanishvili-saakashvili-alasanias-chanatserze-magat-magis-sajdomi-ar-aqvt-ase-ioli-ar-aris-chemi-likvidacia/