“ბოლოს სააკაშვილს ვუმღერე და მივქარე”, – ასე პასუხობს ირმა სოხაძე თაკო ჩარკვიანს, რომელმაც სოხაძეს უთხრა, რომ ყველა პარტიას უმღერის. “მუდმივად “კომკავშირული გულის” სიმღერა აღარ შეიძლება. აღარ შეიძლება შენი “არანჟევოე ნებო”, – მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირმა სოხაძეს. ირმა სოხაძემ კი უპასუხა: “რეებს ბოდავ. აი ამ “არანჟევოე ნებო”-ზე ძალიან გაიყიდე. რომ ჰკითხოთ ჩემი მეგობარია”. თაკო ჩარკვიანმა კი უთხრა, რომ ყველა პარტიას უმღერის, რაზეც სოხაძე პასუხობს: “ვის ვუმღერე? ბოლოს სააკაშვილს ვუმღერე და მივქარე”, – ამბობს სოხაძე, რაზეც ჩარკვიანის პასუხი ასეთია: “მანამდე შევარდნაძეს, მერე მიშას, მერე გრიშას”. ირმა სოხაძე კი პასუხობს: “შენ როგორ უნდა ლაპარაკობდე შევარდანაძეზე?!”
წაიკითხეთ სრულად: https://ipress.ge/new/irma-sokhadze-tako-charkvians-bolos-saakashvils-vumghere-da-mivqare/