“ძალიან ბევრი სუპერ-პროფესიონალი უმუშევარია. დღესაც ყრიან ქუჩაში, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითს მოვიშველიებ. ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აი ამ ობიექტურმა, მაგრამ ძალიან ცუდმა ფაქტებმა. ჩემთვის პირადად არაფერი არ მინდა, რასაც ვახერხებ, ვახერხებ. ასე არ იზომება, ჩვენ ხომ ამ საზოგადოების წევრები ვართ. ასე ბრმად ნდობა არ მიმაჩნია სწორად და იმის თქმა, რომ თუნდაც გადავიჩეხები მასთან ერთად. თუმცა, ყველაზე ცუდი ვარიანტი რაც შეიძლება იყოს ჩემთვის ეს არის “ნაციონალების” დაბრუნება. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ბევრ მეგობართან და თანამოაზრესთან ერთად, რომ ეს არასოდეს არ მოხდეს საქართველოში”, – განაცხადა ირმა სოხაძემ გადაცემა “პირველებში” nevsmedia.ge