აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში სიკვდილით დასჯის შესახებ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან პიტსბურგში განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში სიკვდილით დასჯის შესახებ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან პიტსბურგში განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა.

„ვფიქრობ ერთ-ერთი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ, ეს არის სიკვდილით დასჯის კანონის გამკაცრება“, – განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერის აზრით. ის ვინც უდანაშაულო ხალხს კლავს „უმაღლესი ზომით დასჯის ღირსები არიან“.

დღეს, 27 ოქტომბერს, 46 წლის რობერტ ბოუერსმა ამერიკის ქალაქ პიტსბურგში სინაგოგაში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, რომელთაან 3 პოლიციელია. წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი ავტომატ აკ-47-ით იყო შეიარაღებული. ბაუერსი პოლიციას ჩაბარდა. imedinevs.ge