ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებიან.
„17:00 საათისთვის „ქართული ოცნების“ შტაბში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს ვერ იგებს. უბნებზე ისეთი სიტუაციაა, რომ ხელისუფლებას გაყალბების უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენება უჭირს და ამის შემდეგ დაინიშნა საგანგებო თათბირი. ამ თათბირზე გამოიძახეს სუს–ის მაღალჩინოსნები. ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არ გაფორმდეს და დაინიშნოს მეორე ტური ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის. ამასთან, მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს, სალომე ზურაბიშვილისთვის პირველივე ტურში 52% ან 54%–ის დაწერას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში სრული პანიკაა, ტექსტებსაც ვერ ალაგებენ, სანამ არ ეცოდინებათ, რა გზით მიდის „ქართული ოცნება“. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია მაქვს“,–განაცხადა ელისო კილაძემ.
accent.com