კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, ტვ “იბერიას” ეთერში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ის, რაც დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, ხელისუფლებისა და ივანიშვილის გაუნათლებლობას აბრალებს:
“როგორ უნდა ვაფასებდე “ოცნების” მუშაობას, როცა ჩვენს ხალხს უჭირს, ყველა კუთხით და მიმართულებით. რაც მოხდა რუსთაველზე, ეს იყო ღვისგან გამოგზავნილი, ამოვიდა უკვე ყელში. ქართველი კაცი ბევრს ითმენს, მაგრამ იქ ახალგაზრდობის გამოჩენა იყყო ჩემთვის ყველაფერი. ესენი არიან ნათელი სახეები.
მოდით გავაანალიზოთ, რატომ დავეცით?-იმიტომ, რომ სულწაწყმენდილები გავხდით. ქართველი კაცი წიგნს აღარ კითხულობს.
რა თქმა უნდა თავიდან ყველას გაგვიხარდა, ყველა ვზეიმობდით, მაგრამ მერე უმეცრებამ სძლია. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეგენი ბოროტი ხალხია, ან ბიძინა არის ცუდი კაცი… ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხომ გაიგეთ? მე ორჯერ ვიყავი მასთან და ბოლოს ისე წამოვედი ვეჩხუბე, არაფერი ეს ამბები დაწყებული არ იყო. ვეჩხუბე-ვუთხარი, ძმაო შენ წიგნი არ წაგიკითხავს და რას მელაპარაკები-მეთქი. საკუთარი თავი დაღუპეს რა”
ავტორი: გურიის მოამბე