ამის შესახებ იუსტიციია უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძე, გადცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
“ჩემი აზრით “ქართული ოცნების” გემი სანაპირომდე ვერ მივა, ანუ მომავალ არჩევნებამდე ის ორწლიან ციკლს ვერ დაასრულებს, მას ამის რესურსი არ აქვს. სანამ არ დავინახავ მკაფიო ნაბიჯებს, მანამდე პოლიტიკოსების ჩალაგებული განცხადებები, მეჩვენება ნიანგის ცრემლებად.
გამოდის პრემიერმინისტრი, რომელსაც ქვა ქვაზე არ დაუდია გამხდარიყო პრემიერმინისტრი და ვერ მიხვდა, შეცდომა გარეთ კი არ არის, შეცდომა ის არის, რომ ის პრემიერია. იგივე ეხება საქართველოს პარლამენტის ფრაქციის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს(რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობ), პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სიმბოლო გახდა „ქართული ოცნების” და პოლიტიკოსის ერთი მახასიათებელი არ აქვს. სანამ ეს ადამიანები არ მიხვდებიამ, რომ იმ არაჩვეულებრივი კაბინეტებიდან უნდა გამოვიდნენ, სადაც სულ შემთხვევით მოხვდნენ… იქნებ ბიძინა ივანიშვილი მიხვდეს, რომ ეს არის ბოლო შანსი, რომ მას სჭირდება არა მონები… აღზევებული მონა ყველაზე მეტად საშიშია. პორტირებული “ნაცები” რა დღეში არინ დღეს საქართველოში…
ეს ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი უკეთებიათ, რომ მოხვედრილიყვნენ თანამდებობაზე ახლა ფიქრობენ, გადავლაგდეთ უკვე თუ არ გადავლაგდეთ.
მაგათგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილმა თვითონ შექმნა თავისთავი… იმედი მაქვს და მინდა იმედი მქონდეს, იმიტომ, რომ ის შედეგი მეც არ მინდა… ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, იმიტომ რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე! ის არის პრობლემების მთელი პაკეტი და ეს პრობლემები არის დათა ახალია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ადამინები რომლებიც არიან მხილებულნი ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ ანგარიში, მაშინ თავიან პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის, რომელიც სახალხო დამცველი იყო, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში. ეს პირობა, რომ შევიწყალებ(გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილსაც შევიწყალებ, მერაბიშვილსაც და ახალაიასაც) რაც ნიშნავს – უდიდესი არასტაბილურობა და 2,7 რომ გვაქს კურსი ეს იქნება 6.7, ასეთ შემთხვევაში, ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი – 38,6%, გრიგოლ ვაშაძე – 37,7% შედეგის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.
ipress.ge