ცნობილი , რომ კონსტანტინ კოსაჩოვმა სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. ვნახოთ,ვინ არის კონსტანტინ კოსაჩოვი და რა განცხადებები ეკუთვნის მას.
კოსაჩივი გახლავთ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ,სწორედ ის ემუქრებოდა საქართველოს საპასუხო ზომებით თუ კი ჩვენს ქვეყანაში ნატო საკუთარ ჯარებს განათავსებდა.
გთავას ინტერვიუს სრულად.
„საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, თბილისის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების ნორმალიზება არარეალური გახდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ალიანსის სამხედრო მზადების პროგრამები, განლაგდებიან ახალი ტიპის შეიარაღება და ალიანსის ქვედანაყოფები. ეს ყველაფერი კი სამხრეთ კავკასიაში ახალ დაძაბულობას შექმნის და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს. თუ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ახალი სისტემები განლაგდება, მაშინ მოსკოვი მიმართავს ყველა ზომას რუსეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
მისივე თქმით, რუსეთი არასდროს ემუქრებოდა და ახლაც არ ემუქრება საქართველოს, ხოლო ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მხოლოდ მოკლევადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს მისდევენ.
გთავაზობთ კოსაჩოვის განცხადებას, სირიისა
მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებაზე”
„ეს მხოლოდ დასაწყისია,“ – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, კონსტანტინე კოსაჩოვი სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“.
კოსაჩოვის თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია“.
„რუსეთი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ამ პროცესს. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ამ ხალხის და მათი კანონიერი მისწრაფებების მხარდასაჭერად კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ პროცესის დასაწყისია,“ – განაცხადა კოსაჩოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის ქმედებები საპირისპირო შედეგს იძლევიან“.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“. nevs.coa