“მრცხვენია ისეთი პრემიერის, რომელსაც ბოთლებით გააგდებენ აქციიდან.. რას მიბლაყუნდა საერთოდ?” გია ხუხაშვილი

ექპერტი გია ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მძიმე კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი, რომელსაც ძველი გუნდი ვერ მოაგვარებს. პრემიერი უნდა გადადგეს, რადგან მას არ აქვს ლიდერის არანაირი თვისება და ეს აქციიდან მისი ბოთლებით გაგდებითაც დადასტურდა. ხუხაშვილის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ამ ფაქტის შემდეგ

პრემიერი ისევ კაბინეტში ზის და არ თმობს თანამდებობას:

შემთხვევით არ ხდება არაფერი. მოგეხსენებათ, როდესაც იწყებ ავადმყოფობის მკურნალობას, პირველ

ეტაპზე ხდება ამ ავადმყოფობისპროვოცირება  და ის პრობლემები, რაც შიგნით არის დაგროვილი გამოდის წინა პლანზე.

რადგან ეს  რთული პერიოდი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას დაემთხვა, ე.ი. მოხდა პროვოცირება,

დაიწყო გარკვეულიდუღილის პროცესი, საიდანაც შედეგი უნდა  მივიღოთ. მისმა დაბრუნებამ, ის ილუზია რაც ამ სახელისუფლებოდაჯგუფებებს ჰქონდათ, რომ

მათ ჩაიბარეს ქვეყანა და რაღაც სახლობანას თამაშობდნენ თავისთვის და რაღაც გეგმებსაწყობდნენ, დაინახეს

რომ ეს ასე არ არის, გაიზარდა დაძაბულობა სისტემაში და დაიწყო გარკვეული პროცესები. ამისსაფუძველი

არის მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა,

ინსტიტუციური წესრიგი საერთოდ მორღვეული იყო ქვეყანაში და კრიზისმენეჟმენტზე საერთოდ არაა

ლაპარაკი – ერთიტყლაპოდან მეორეში ხტებოდნენ. მმართველობითმა კრიზისმა გამოიწვია ის, რომ

არცერთი პრობლემა ბოლომდე არწყდებოდა – სოციალური, ეკონომიური, სამართლიანობასთან

დაკავშირებით და ასე შემდეგ- ამან იხუვლა ყველაფერმა. ახლაგვაქვს პერნამენტული, ლოკალური

კრიზისების მთელი წყება.

ბევრი მიმართულებით იფეთქა ამ ყველაფერმა .რა ტიპისკრიზისები დაიწყო ხომ ხედავთ:ახალი ფენომენი

გაჩნდა- აქციები და კონტრაქციები – ხელისუფლებაში გაჩნდნენმოთამაშეები, რომლებსაც აქვთ ილუზია,

რომ აქვთ რაღაც აქტივი და თავისი ბოსტნის  გაფართოებისთვის ზრუნავენ. აითუნდაც სარალიძის

ტრაგედიაზე კომისიის შექმნა პარლამენტში – ვინ უნდა იყოს ამ კომისიის დასკვნის სამართლებრივი ბენეფიციარი?იდეაში სამართლებრივი ბენეფიციარი უნდა ყოფილიყო სარალიძე და პოლიტიკური

ბენეფიციარინაციონალური მოძრაობა, მაგრამ არცერთი და არც მეორე ამ კომისიას ნდობას არ უცხადებს.

აბა ვის სჭირდება ამ კომისიისშექმნა და რა მიზნებს ემსახურება ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს იმას, რომ

ხელისუფლების გარკვეულმანაწილმა  და ბოკერიასჯგუფმა დაიწყო  რაღაც ახალი პოლიტიკური

პარტიის შექმნა. თვითონ ქართული ოცნება“  როგორც პარტია არ არისერთიანი, ეს არის სხვადასხვა

ეკლექტური ჯგუფებისაგან შექმნილი გაერთიანება, რომლებსავც არ გააჩნიათ ერთიანი იდეა, მათ

ხშირად ერთმანეთი ეზიზღებათ კიდეც. ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ არის ბიძინა ივანიშვილის

ფაქტორი, ერთიადამიანი რომელსაც აქვს უნარი დისციპლინა დაამყაროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ

ამ ჯგუფებს თავიანთი ინტერესებიარ აქვთ. ასე რომ ხელისუფლება ძალიან  დაკვირვებით უნდა იყოს.

რა მიზნები ამოძრავებს იმ ჯგუფს, რომელიცლობირებდა ამ კომისიის შექმნას, რა უნდა იყოს ამ კომისიის შედეგეი? ვის წინააღმდეგ და ვის სასარგებლოდ უნდა დაიდოს

დასკვნა?არავის არ სჭირდება მათი კომისია.

სარალიძის საქმემ გამოააშკარავა ის, რომ სისტემა ცოცხალია. ახლა რომც მოახერხოს ხელისუფლებამ

ამ პროტესტიმიჩქმალვა და სამზარეულოში შეტენოს, ხვალ ახალი გაჩნდება და ისევ  უჩაში გადმოედინება.

თუ ასე ვიწროდ შეხედა  ამყველაფერს და სისტემური გაჯანსაღება არ დაიწყო, პრობლემა არ დამთავრდება

არასოდეს. ეს იქნება ხელისუფლებისყველაზე დიდი შეცდომა თუ ასე დაავიწროვა ამოცანა. საჭიროა

სისტემური ცვლილებების დაწყება. ეს უნდა დაიწყოსაღმასრულებელი ხელისუფლებიდან. მართვის

ალგროთმი უნდა შეიცვალოს. ნამდვილი ლიდერები და რეფორმატორებიგვინდა. ადამიანები, რომლებსაც

აქვთ უნარი, მართონ კრიზისი. . კრიზისის დაძლევის ერთადერთი შემთხვევა ვნახეთ ამქვეყანაში გახარიას შესრულებით 

დანარჩენი ცეცხლზე ნავთს ასხამდა ყველა. ერთი გახარია  ვერაფერს ვერ გააკეთებს, ჩვენ გვჭირდება

სერიოზული რეფორმირება. კი ბატონი გახარიამ გვაჩვენა წარმატებული მაგალითი მაგრამ  ორი კვირის

შემდეგრა ვიხილეთ? – ის რომ პრემიერ-მინისტრს ბოთლები დაუშინეს . ეხლა ასეთი ფაქტის შემდეგ სამარცხვინოა მისი პოსტზე ყოფნა.

მე მრცხვენია, ისეთი პრემიერ-მინისტრის, რომელსაც 5 მარგინალი ბოთლებით გააგდებს თავისი ქალაქიდან. რანაირად ზის იმ

კაბინეტში. იქ მისვლა მისი შეცდომა იყო, მოუმზადებლად მივიდა. მას არა აქვს არანაირი

ლიდერისთვისება.

გახარიამ იქ მისვლა მოამზადა და ტაში დაუკრეს  და პრემიერი მიბლაყტუნდა. რატომ მივიდა?

იმიტომ რომგახარიაზე იეჭვიანა  თხა თხაზე ნაკლებიას პრინციპით მივიდა ადამიანი როცა ასეთი

პარამეტრებით აზროვნებს, როგორშეიძლება ის იყოს ლიდერი ‘ – აცხადებს ხუხაშვილი.

http://guriismoambe.com