ყველა მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ – ქვეყანა საფრთხის წინაშეა”

„წინ მეორე ტური გველოდება. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას – წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები”, – განაცხადა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დაწყებამდე. evronevs.ge