Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნაზე დღეს ცნობილი ქართველი ნიჭიერი დიზაინერის – თაკო მექვაბიძის არაჩვეულებრივი, განსხვავებული და ფერადოვანი კოლექცია ვიხილეთ. TVM NEWS-ის მედია ჯგუფმა ეხსკლუზიური ინტერვიუები ჩაწერა შოუ-ბიზნესის რამდენიმე ცნობად სახესთან, რომლებმაც ახალგაზრდა ქართველ დიზაინერ – თაკო მექვაბიძეს წარმატებები უსურვეს, ასევე შემოგთავაზებთ თავად თაკოს ინტერვიუსაც.
თაკო მექვაბიძე: ძალიან მიხარია, რომ ასე წარმატებულად ჩატარდა, აღფრთოვანებული ვარ მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადაუხადო, ჩემმა კოლექციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ჩემი დღევანდელი კოლექციის ჩვენებით მე ვთქვი, ის რომ აღარ გვინდა სულ მუქი ფერები, ცოტა უნდა გავფერადდეთ და ამით ჩვენი ცხოვრებაც გაფერადდება და გახალისდება. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩემი კოლექციიდან ცისფერ კოსტიუმს. დიდი მადლობა ყველას.
მარკუს მეტრეველი: დღეს ვესწრები Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნას. ასევე ვგულშემატკივრობ უნიჭიერეს დიზაინერ თაკო მექვაბიძეს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველი დიზაინერები ასე წინ და წინ მიდიან და გააქვთ ჩვენი სახელი მსოფლიო მასშტაბით.
ნინი შერმადინი: ვგულშემატკივრობ თაკო მექვაბიძეს, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია და უნიჭიერესი დიზაინერია, ძალიან მომწონს მისი კოლექცია და მინდა მივულოცო ეს წარმატება, ძალიან მაგარი ჩვენება იყო და ძალიან კარგი მოდელები არიან ყველანი, ვინც მიიღო მონაწილეობა. თაკოს კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს, იგი ნამდვილად მსოფლიო სტანდარტების დიზაინერია.
ეკა მგალობლიშვილი: დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო თაკო მექვაბიძეს და წარმატებები ვუსურვო, ნამდვილად ნიჭიერი დიზაინერია. ძალიან მომწონს მისი კოლქციის ფერთა გამა, მიყვარს ასეთი ხალისიანი ფერები. საერთოდ როცა უზბეკეთის ეროვნული დირექტორი იყო ჩვენთან სტუმრად, მან თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დიზაინერები, ჩვენ, ქართველებს გვყავს. მივესალმები ზოგადად მსგავსი ტიპის ჩვენებებს, კონკურსებს, რაც უფრო მეტი იქნება საქართველოში მაღალი დონის ჩვენებები და კონკურსები უფრო მეტად პოპულარული და ევროპული სტანდარტების ქვეყანა გავხდებით, ამიტომ სოფო ჭყონიას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა დღევანდელი დღის ასე მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ქართველები არ ვართ განებივრებული მაღალი დონის სტანდარტების კონკურსებით და ნაკლებადაა სამწუხაროდ განვითარებული სამოდელო ბიზნესი, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთი მაღალი დონის ჩვენებები მოეწყო და დასაქმდა სამოდელო სააგენტოების მოდელები.