რესპუბლიკური პარტია გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პარტიის წევრები გრიგოლ ვაშაძეს შეხვდნენ.
“მოვედით რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გრიგოლ ვაშაძეს. რესპუბლიკური პარტია მას მხარს უჭერს. განვიხილეთ ის საკითხები, რაც კონსტიტუციაშია. ასევე, ვიმსჯელეთ რომ შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალოს. განვიხილეთ სხვა საკითხები და ვთქვით, რომ მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს. როგორც შევძლებთ და რა ფორმითაც შევძლებთ, ისე დავუჭერთ მხარს.
მხარი ან სალომე ზურაბიშვილს ან გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაუჭირო. ყველა სხვა გადაწყვეტილება პოლიტიკური კრახია. პოლიტიკური პარტია, რომელიც საერთოს ამ ორს შორის ვერ პოულობს, ფაქტობრივად, თვითგანადგურების გზას ადგას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთები თავიანთ მოსაზრებებს გადახედავენ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. evronevs