პატრიოტთა ალიანსმა მოქალაქეების შეკრება დაანონსა. პარტიის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს დეკემბერს, დინამოს სტადიონი უნდა შეივსოს იმ ადამიანებით, ვინც უარს ეუბნება მიხეილ სააკაშვილსა და მის მმართველობას.
ამ ეტაპზე მათი პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, თუმცა ამის შემდეგ ხელისუფლებასთან ბევრი მოთხოვნა ექნებათ.
“პირველ რიგში უნდა ავავსოთ სტადიონი, მოვიგოთ ეს არჩევნები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და მერე ხელისუფლებისგან უნდა მოვითხოვოთ ძალიან ბევრი რამ. ჯერ უნდა დავანახოთ საზოგადოებას რამდენი ვართ ჩვენ, მერე უნდა დავიწყოთ ბრძოლა. ერთი რამ უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელ მსოფლიოს უყვება, რომ მოსახლეობის ნახევარი მას უჭერს მხარს, ეს უნდა გადავტეხოთ, რადგან არ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, გათავხედებული ბოკერია გამოდის და გვეძახის წვრილ-წვრილ პარტიებს, როცა თვითონ 0 პროცენტიანი პარტიაა.
“დინამოს” სტადიონი უნდა გავავსოთ, სავარაუდო თარიღია 25 ნოემბერი, საათს ჩვენი დეპუტატები იტყვიან, ალბათ 4 საათზე იქნება ეს შეკრება, ხოლო პირველ დეკემბერს ბათუმში, ერას მოედანზე” – განაცხადა თარხან-მოურავმა.
„რეზონანსი“