საკუთარ თავთან შეგრცხვეთ რომ ერთი სიფრიფანა გოგოს ბრბო ერევა…

საუკეთესო სისხლისღვრა“ – ამ ფრაზის შემდეგ მომღერალი, ნინი ქარსელაძე დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. ნინი ქარსელაძე გუშინ, ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემის „რეაქცია“ სტუმარი გახლდათ, სადაც ის წინა ხელისუფლების კერძოდ კი, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას იხსენებდა და მწვავედ აკრიტიკებდა.
მომღერალმა თინა ჯამბურიამ მეგობარს თანადგომა გამოუცხადა:
“მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ისევე, როგორც ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა და მასში განვითარებული მოვლენები, მაგრამ ერთმანეთის დაბულინგება ძალიან ”მეცუდსაქციელება”. ჩემო შეუცდომელო მეგობრებო, არავის არაფერი რომ არ შეგშლიათ ცხოვრებაში და უკიდეგანოდ განათლებულები რომ ხართ, მათ საყურადღებოდ! ეს გოგო, რომელიც ძალიან მიყვარს არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი მეჯვარე და ნინას ნათლია! ცოტა ადამიანურობა გამოიჩინეთ და შეწყვიტეთ ეს მდაბიო საქციელები,
საკუთარ თავთან შეგრცხვეთ რომ ერთი სიფრიფანა გოგოს ბრბო ერევა… პოლიტიკოსები წავლენ და მოვლენ, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ…” – წერს ჯამბურია. alia.ge