ვერის ბაღში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ საზოგადოება აქციას მართავს, ლოზუნგით “არა სადიზმის რეინკარნაციას”.
“ქვეყანა დადგა იმ საშიშროების წინაშე, როცა შესაძლოა შეგვეზღუდოს თავისუფლება. შესაძლოა განმეორდნენ გირგვლიანები, ბუტა რობაქიძეები ,ეს ჩვენ ქვეყანას მიიყვანს დასასრულისკენ. ამიტომ, ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა აქცია – “არა სადიზმის რეინკარნაციას”. სააკაშვილის მმართველობა სწორედ იყო სადიზმი, ვერ შევეგუებით ამას. მიუხედავას იმისა, რომ ვიღაცეები გვიმახსოვრებენ, აქ ვდგავართ და ვიბრძოლებთ,რომ ეს რეჟიმი არ დაბრუნდეს,არა მიშას!”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა შალვა კუჭაშვილმა. info9.ge
