„არა მიშას,” არა “ნაციონალურ მოძრაობას” – ამ სლოგანით ვერის პარკში აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს, ამისთვის კი არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.
აქციაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია “იმედის” დამფუძნებლები და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც, რომლის თქმით ვერის პარკში სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერის გამო მივიდა.
ირაკლი რუხაძის თქმით ტელეკომპანია “იმედი” გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტური მოიგოს სახელისუფლებო კანდიდატმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც ნათქვამი იყო იმედის განცხადებაში და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია რატომ წავიდა ორი ჟურნალისტი არხიდან და უკავშირდება თუ არა მათი პროტესტი არხის პოზიციას სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში.
პირველი რადიო