მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში ადგილობრივები აქციას მართავენ და ქიმიური გზით ოქროს მოპოვებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. კომპანია რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს.
ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.
პირველი რადიო.alia.ge