„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა კარგად მისმინე ოცნება-რასაც ახლა გწერთ,გწერთ იმიტომ რომ არ მინდა ნაცები დაბრუნდნენ, თორემ თქვენ რა “ხვითოებიც” ხართ ჩემზე უკეთ ვინ იცის(თქვენი მთავრობის ყოფილმა წევრმა)-მოკლედ მეგონა რომ წაგებული არჩევნების შემდეგ მე-2 ტურში მაინც გამოფხიზლდებოდით,თვალს გაახელდით და სწორ გზაზე დადგებოდით.ვატყობ ჩემი ოპტიმიზმი ფუჭი გამოდგა და სანამ არჩევნები არ დაწყებულა,მანამდე ასე საჯაროდ მინდა გითხრათ,რომ თუ ასე გააგრძელებთ,მაშინ მე-2 ტურს გარდაუვლად წააგებთ,ამ წაგებით დაამარცხებთ საქართველოს,ხოლო ხელისუფლებაში დააბრუნებთ სააკაშვილის მანიაკალურ მმართველობას.პირველ რიგში ის ვერ გაითავისეთ,რომ მხოლოდ სისხლიანი 9 წლის გინებით ხალხი მხარს არ დაგიჭერთ,ხალხს უნდა იხილოს ახალი საქართველოს პერსპექტივა,პოლიტიკური იდეები,ეკონომიკური სასწაულები,ღირსეულად ცხოვრების გზა,ამ დროს კი თქვენ კვლავ სისხლიან 9 წელზე ელაპარაკებით.ხალხს უნდა თქვენგან მოისმინოს,რომ თქვენ იქნებით ქართველი ერის ტრადიციული-ფუძემდებლური პრინციპების მცველები და არა უცხო,გარყვნილი,მახინჯი იდეების მხარდამჭერები.ხალხს უნდა იხილოს ისეთი ხელისუფალი,რომელიც რომელიმე საელჩოს ან ოდიოზური სოროსის ჭკუაზე არ ივლის,ექნება თავისი ღირსეული პოზიცია,დაიცავს ეროვნულ ინტერესებს.ხალხს უნდა რომ თავისი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ფუძე-მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის განვითარების საქმეში იხილოს და არა ის რომ ხელისუფლების წევრები,სოროსის წიაღში გამოზრდილი მანქურთები ებრძოდნენ რწმენას და ეკლესიას.ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,ხალხს უნდა ეკონომიკური კეთილდღეობა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დაცვა,ქვეყნის განვითარება ეროვნული გზით და არა გარყვნილების და ათეიზმის ბნელი გზით. ელაპარაკეთ ხალხს მომავალზე, შეთავაზეთ ის რაც მას უნდა და აღასრულეთ ქართველი ერის ნება.გააკეთეთ ეს, თორემ არავინ გაპატიებთ სააკაშვილის რეანიმაციას !!!!“ alia.ge
