„რა დღე დაგიდგათ?! იმის ნაცვლად რომ ბატონი ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ის თავად გიბარებთ პარლამენტში!“ (ვიდეო)

“თქვენ აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში! თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით – მკვლელებს და სადისტებს აფარებთ ხელს! ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში ვერ იმუშავებს”, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

“თითქმის ექვსი წლის თავზე, აი, აქამდეც მოვედით პარლამენტში. ამ კომისიის შექმნით და განსაკუთრებულად მისი შემადგენლობის სახით, დავაკანონეთ აბსურდი, საღი აზრი, ზნეობა და მორალი გამოვაცხადეთ სისულელედ.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მშვიდობიანი, უსისხლო გამარჯვების შემდეგ, ბრძოლის შედეგად “ქართული ოცნება” უმრავლესობით შევიდა ქვეყნის პარლამენტში. აღმოჩნდა რა ხელისუფლებაში, უმალვე უღალატა ამომრჩეველს, ერის უდიდეს ნაწილს. იმის ნაცვლად რომ შეეფასებინა პოლიტიკურად, ზნეობრივად, სამართლებრივად ის ავბედითი რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, დაადგა კოჰაბიტირებული რეჟიმის გზას!

ამ კომისიის შექმნა არის პიკი, ამ უმსგავსო დანაშაულებრივი პოლიტიკის. უზნეობას უზნეობა დაემატა. უსამართლობას ყოველდღიურად ემატება უსამართლობა!

ცინიზმს და უნამუსობას პარლამენტში საზღვარი არ აქვს. საზღვრები გარღვეულია. მინდა ვუთხრა, “ქართული ოცნების” ძველ გვარდიას – ბატონებო, თქვენი დანამუსების დრო დამთავრდა ამ კომისიის შექმნით! თქვენი ლოდინი, რომ რაღაც მოხდება თქვენში და დაინახავთ რა სურათი შეიქმნა, ეს დროც დამთავრდა! ძვიფასო პროკურატურავ, იმის ნაცვლად რომ ბატონი ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ნახეთ რა დღე დაგვიდგა – ბატონი ბოკერია თქვენ გიბარებთ პარლამენტში! თქვენ აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში! თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით – მკვლელებს და სადისტებს აფარებთ ხელს! ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში ვერ იმუშავებს”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

http://eurus.ge

https://www.facebook.com/europeangeorgia.ge/videos/431652923973441/