გაბუნიას განცხადებას მორგოშიას ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გამოეხმაურა

გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ სიტყვაში “ქართული მარში”-ს ერთ-ერთ წევრ კონსტანტინე მორგოშიას შესახებ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ისაუბრა და განაცხადა რომ მას “ბოულინგის ბურთს მიუგავს თავი”.

გაბუნიას განცხადებას მორგოშიას ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გამოეხმაურა.

“მივმართავ ტელეკომპანია რუსთავი 2 – ს, ჟურნალისტ – გიორგი გაბუნიას, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებასთან დაკავშირებით! როგორც, “ქართული მარშის” ერთ–ერთი ლიდერის – კონსტანტინე მორგოშიას ადვოკატი, მოვითხოვ საჯაროდ მოუხადოს გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ

საჯარო შეურაცხყოფისთვის, პიროვნული დაცინვის და ვიზუალური იერსახის დამამცირებელი და შეფასებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მოთხოვნას უგულებელჰყოფს, მივმართავთ ორგანიზაცია – ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიას და სასამართლოს. ზეამოღნიშნული

მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო გადაცემისა!” – აცხადებს კუბლაშვილი. info9.ge