სუს-ის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტზე გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტზე გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
სუს-ის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტზე გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სუს-ი უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. info9.ge