„კავკასიის“ ეთერში სტუმრობისას, პოლიტიკური პარტიების მკვლევარმა ლევან ლორთქიფანიძემ თაკო ჩარკვიანი მწვავედ გააკრიტიკა:
„მე არ მინდა საქართველოში მილიონი ადამიანის სახელით ისაუბროს ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც პრეტენზია აქვს პუბლიცისტობაზე. მე დიდი ხანია, არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ პუბლიცისტი იცით ვინ არის? ადამიანი, რომელიც რამდენიმე გამოცემაში აქვეყნებს თავის ტექსტებს, აქვს რამდენიმე რეზონანსული წიგნი გამოცემული, რომელზეც მსჯელობს საზოგადოება. პუბლიცისტი არის ის ადამიანი, რომლის ნაშრომმაც კვალი დაამჩნია საზოგადოების განვითარებას, რომლის ნაშრომიც იქცა საყოველთაო დისკუსიის და განსჯის საგანი. ეს არის პუბლიცისტი და პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის დაფუძნებულ ჟურნალში სამი სტატიის გამოქვეყნება, რომელსაც არავინ კითხულობს და პუბლიცისტი არ არის მამის და ქმრის ავტორიტეტით საუბარი, დამოძღვრა და ყველა პრინციპებზე უარის თქმა.
ირმა სოხაძეს ადანაშაულებს „გიხაროდენ, გიხაროდენ“ მღეროდითო და იმავე „გიხაროდენ, გიხაროდენ“-ის ტექსტით მამამისი დეპუტატი გახდა. ის არ ახსოვს და ერთი მხარე რომ მღეროდა, ის ახსოვს. პუბლიცისტი არ არის ადამიანი, რომელსაც ახსოვს მარტო კარგი თავის თავზე. მე მოვუწოდებ ჟურნალისტებს, რომ ბატონი ჯანსუღის ოჯახი არ შედგება მარტო მისი შვილისგან, სხვა წევრებიც ჰყავს და მათ შეეკითხეთ რას ფიქრობენ“ – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
alia.ge