ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა-ს განახლებული პროგრამა და კონცერტი „ივენთ ჰოლში“ 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყნივალე დღესასწაულზე, თბილისის „ივენთ ჰოლში“ მომღერალ ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა-ს სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშე განახლებული მუსიკალური პროგრამით წარსდგება. ნიაზ დიასამიძე არის ქართველი მუსიკოსი და ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი. მან ჯგუფი 1994 წ. დააარსა, ძირითადად მის ჟანრს, ფოლკ-როკი წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“ „ღამე და წვიმა“ „ქარი ქრის“ „გალაკტიონი“ და სხვა. ნიაზ დიასამიძე არის, მრავალი პოპულარული საუნდტრეკის ავტორი და ფესტივალ „არტ-გენის“ ორგანიზატორი. 23 ნოემბერი, თბილისის ივენთ ჰოლი, დასაწყისი 20:00 საათზე. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროში და ასევე საიტზე tkt.ge