დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 1979 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 1979 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა. ამის შესახებ საუბარია ტრამპის წერილში, რომლის ადრესატიც კონგრესია.
“ირანთან ჩვენი ურთიერთობები ჯერ ნორმალიზებული არ არის”, – აღნიშნულია წერილში.

ირანის წინააღმდეგ სანქციები 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დააწესა, მას შემდეგ რაც, ამბოხებულებმა თეირანში აშშ-ის საელჩო დაიპყრეს. info9.ge