დავით მირცხულავა: სულხანის წამება მარტო ერთი ეპიზოდი კი არ იყო,მას მუდმივად აწამებდნენ საპატიმროში, წვეთ წვეთად შეგნებულად ყოველ დღეს უნგრევდნენ ჯანმრთელობას

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი დავით მირცხულავა თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: ათიოდე დღის წინ საზოგადოებრივ არხზე ერთ ერთ გადაცემაში მიწვეულმა ახალგაზრდა ქალბატონმა,განაცხადდა,რომ მოლაშვილი ნაციონალებს არ უწამებიათოო …
მე პირადად და ჩემსავით ძალიან ბევრ ადამიანს მოსმენილი აქვს სუხოსგან, სულხანისგან მისი წამების ამბავი. მე მისი მრავალ ადგილზე ამომწვარი,დასახიჩრებული ზურგიც მაქვს ნანახი საპყრობილეში . სუხოს წამების ამბავი მისგან მოსმენილი აქვთ ადამიანებს, ვინც სუხოსთან ერთად იყვნენ ჯოჯოხეთურ , უსარკმელო – მე 7 საპყრობილეში, “რეზბალნიცაზე” ,”გუბერნსკიში”.

სულხანის წამება მარტო ერთი ეპიზოდი კი არ იყო,მას მუდმივად აწამებდნენ საპატიმროში, წვეთ წვეთად შეგნებულად ყოველ დღეს უნგრევდნენ ჯანმრთელობას.
ისე ნაცების რეჟიმის მეხოტბეებისგან, რა ან როგორ მიკვირს …
კარგად მახსოვს,როგორ მეკამათებოდნენ ნაციონალების მხარდამჭერნი, ციხის ბუნტის დროს არავინ დაღუპულაო.

ციხის ადმინისტრაციის მიერ და მათთან შეხმატკბილებული უსინდისო, გაფუჭებული რამდენიმე პატიმრის მიერ პროვოცირებული, დადგმული ბუნტის შედეგად (ალაბათ გახსოვთ “მასტერას” და პატიმრის საუბრის ჩანაწერი ბუნტის მოწყობაზე).

უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა,ზოგიერთნი ნარზე მწოლიარები, მძინარები ჩახოცეს “გუბერნსკის” საკნებში.ეხლაც უმძიმესად ვიხსენებ და საერთოდ ვერასოდეს წარმოვიდგენდი,, რომ , ასეთ საშინელებას როდესმე ვნახავდი : “რეზბალნიცის” ქირურგიული განყოფილების გრძელი კორიდორის იატაკზე დაღუპულ და დაჭრილ, სისხლის გუბეებში დაყრილ უამრავ ადამიანს. ამ უბედურებისათვის, მის მომწყობებს კი უკვე ოცნების ხელისუფლების პირობებში, რაც კიდევ უფრო სამარცხვინოდ მიმაჩნია , მართლა სასაცილო სასჯელები “დაურიგეს”, დიახ ისევ ნაციონალების სასამართლომ!!! info9.ge