სამხედრო მოქმედებები დაიწყო პარლამენტის თანხმობის გარეშე, რაც კონსტიტუციის დარღვევაა!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„სააკაშვილმა 2008 წელს, საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
ეს არის მისი აღიარება, რომელიც საფუძვლად დაედო ევროკავშირის კომისიის დასკვნას და რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს და არა ფრაგმენტები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, რაზეც ნაცები ამახვილებენ ყურადღებას.
სწორედ ამ აღიარების გადაფარვას ცდილობენ ზურაბიშვილზე თავდასხმით და ცილისწამებით.
სააკაშვილმა თვითონ გასცა პასუხი შეკითხვას, “ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები?”.
დიახ, სააკაშვილმა დაიწყო!
სამხედრო მოქმედებები დაიწყო პარლამენტის თანხმობის გარეშე, რაც კონსტიტუციის დარღვევაა!
მოუსმინეთ!“ – წერს

„მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, რომ კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
alia.ge