შავი PR ვაშაძის წინააღმდეგ და ზურაბიშვილის მხარდაჭერა – “პატრიოტთა ალიანსის” ბროშურები ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში. ალიანსი” სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო.
ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის დაკვეთით, პარტიამ ბროშურები დაბეჭდა, რომელსაც ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციისთვის ავრცელებენ.
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის “პატრიოტთა ალიანსი” მხოლოდ სააგიტაციო მასალების გავრცელებით არ შემოიფარგლება. ოფიციალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად აქციების სერიას აანონსებს.
არასამთავრობო სექტორი ამ ფაქტით დაინტერესებისკენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს. მათი განცხადებით, ”პატრიოტთა ალიანსმა” სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა გაიღო.
პირველი რადიო. alia.ge