ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზაზა სარალიძეს და მის დედას ინგოროყვას კლინიკაში მოინახულებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვების დადგმის მცდელობას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. დაპირისპირებისას ზაზა სარალიძის დედა ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ექიმების დახმარება ზაზა სარალიძესაც დასჭირდა. info9.ge