ჩარჩენილი ნაცები არიან კატასტროფა, ხალხმა ვერ გაიგო, რომ ნაცობა არის მიშას მონობა და ხელს უწყობთ დაპირისპირებას ქართველებს შორის, აღვივებთ სიძულვილს,-აღნიშნული შინაარსის სტატუსი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
“პორტირებული ნაცები არიან ცუდები! პორტირებული მიშას ბიზნესმენებიც არ არიან ანგელოზები.
ცუდია რომ ნამდვილი ნაცები გვამადლიან და მათ მაგივრად ნამდვილები არ მოიძებნა, მაგრამ აი ჩარჩენილი ნაცები არიან კატასტროფა, ხალხმა ვერ გაიგო, რომ ნაცობა არის მიშას მონობა და ხელს უწყობთ დაპირისპირებას ქართველებს შორის, აღვივებთ სიძულვილს.
ისევ ჯობია “პორტირებული ნაცები” გახდეთ, მიხვდეთ რომ ნამდვილი ნაცობა შეუძლებელია. იყავით პორტირებულები, მიგიღებთ! მერე გავაკეთოთ არჩევანი და არადანი, თავიდან გავიყოთ, შევეჯიბროთ ვინ უკეთესია ოღონდ არა ასეთი სტრესული გარემო, როგორიც ახლა არის. განა ნიახურები ვართ და ორჯერ მოვალთ ამ ქვეყანაზე! მოვრჩეთ და თავიდან გადავირჩიოთ,-წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.
kvira.ge