სააკაშვილმა სამშობლოს ღალატი ჩაიდინა?! მას 15-20 წლამდე ან უვადო თავისფლების აღკვეთა შეეფარდება?!” – მამალაძე

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: “სააკაშვილმა სამშობლოს ღალატი ჩაიდინა?! მას 15-20 წლამდე ან უვადო თავისფლების აღკვეთა შეეფარდება?!”

ვინ დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს ომი? ეს კითხვა საზოგადოებაში მძაფრი კამათისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა! სააკაშვილმა საომარი ქმედებების დაწყება ცხინვალში იმთავითვე ღიად გამოაცხადა და მას ეს არც უარყვია. ზოგიერთმა კი ეს საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების ბერკეტად აქცია, თუ კი ვინმე სააკშვილს ომის დაწყების ინიციატორად აფიქსირებს, რუსეთის აგენტის იარლიყს აკერავენ. ჰააგის სასმართლოში საკითხის განხილვისას, საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არავის გასჩენია! მაშინდელ პრეზიდენტს ამსთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხი აქვს „ მე როგორც პრეზიდენტი საკონსტიტუციო უფლებების აღდგენას ვაწარმოებდი ცხინვალის რეგიონში“ -აცხადებს სააკაშვილი. ამ კონტექსტში ამის უფელბა მას გააჩნდა მაგრამ, შედეგად კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ნაცვლად ტერიტირიები დავკარგეთ.

მთავარია ჩვენ შედეგში გავერკვეთ და გამოვკვეთოთ ის დანაშაული, რის გამოც სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებამ გამოიწვია რუსეთის აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთი თავის ქმედებას ასე ხსნის:“ საქართველომ ცალმხრივად დაარღვია გაეროს მიერ აღიარებული სამშვიდობო ხელშეკრულება, ცეცხლი გაუხსნა ოფიციალურ სამშვიდობო მისიას, სამხედრო აგრესია განახორციელა ცხინვალზე, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია. თბილისის აგრესიის შესაჩერებლად, რუსეთმა შეიყვანა სამხრეთ ოსეთში შეიარღებული ჯარები, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე აღიარა მათი სუვერენიტეტი და უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად“. ასე შეიარაღდა არგუმენტებით რუსეთი!
საქართველოს რა თქმა უნდა უფლება აქვს აღადგინოს თვისი იურისდიქცია მთელს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ნაბიჯის გადაგმას , საფუძვლიანი გათვლა და მომზადება სჭირდებოდა, რომ არ დავმარცხებულიყავით და სასურველი შედეგი მიგვეღო! რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად მიისაკუთრა, თავისი ჯარი ჩააყენა, საქრთველოზე სამხედრო აგრესიის და ზემოქმედების წყარო დააფუძნა, გაიძლიერა რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური ზეგავლენა, რითაც ხელს უშლის საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. მოკლედ რომ ვთქვათ , სააკაშვილის ქმედების შედეგად , რუსეთმა ყველაფერი მიიღო რაც კი სჭირდებოდა! ჩვენ კი სამარცხვინოდ დავმარცხდით რამოდენიმე დღიან ომში, ამას შეეწირა ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირები, ხოლო აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის საშუალებაც კი აღარ დაგვრჩა, რომ არაფერი ვთქვათ უახლოეს პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბუნდოვან პერსპექტივაზე.
სამხედრო ექსპერტები და პოლიტოლოგები პირდაპირ ამბობენ , რომ სააკაშვილის ეს ქმედება სამხედრო ჭრილში გაუთველეილი იყო და PR კომპანიას გავდა , ფიქსირდება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რასაც საქართველოს მიერ მიღებული საზიანო შედეგები ადასტურებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი არ მოიძებნება მაგრამ, არის მუხლები სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვსი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილს. მან უამრავ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი!
– რამდენად იყო გათვლილი ყველა შესაძლო რისკი, ცხინვალში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანასთან დაკავშირებით? რატომ არ იყო დაცული და მომზადებული ადგილობრივი მოსახელობა , როგორც ქართველები ასევე ოსები? რატომ არ დაიგეგმა და არ იმუშავეს ცხინვალის მოსახელობის იდეოლოგიური მხარდაჭერის მოსაპოვებლად , ადგილობრივი ელიტის გადმოსბირებლად და რატომ აღიქვა ცხინვალის მოსახელობამ ქართული ჯარის გამოჩენა აგრესიად? რა მზადყოფნა გააჩნდა შეიარაღებულ ძალებს, ტერიტორიის გასაკონტროლებლად და რუსთის აგრესიის მოსაგერიებლად? რა ზომები იქნა მიღებული რუსეთის აგრესიის არ დაშვებისთვის, რატომ არ აფეეთქეს როქის გვირაბი და არ შეუშალეს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლას? რამდენად იყო შეთანხმებული ცხივნალში შესვლა, სამშვოდობო ხელშეკრულების დარღვევა, სამშვიდობო კონტიგენტის გაყრა და „საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა“ უცხოელ და საერთაშორისო პარტნიორებთან? რატომ ვერ მიიღო საგრძნობი საერთაშორისო და სამხედრო მხარდაჭერა აშშ-საგან და სახვა წამყვანი ქვეყნებისგან? რა მოლაპარაკებები ქონდა სააკაშვილს რუსებთან და რისთვის ხვდებოდა მისი ბიძა თემურ ალასანია რუს გენერლებს? რატომ მოხდა რამდენიმე დღეში საქართველოს ჯარის დემორალიზება, ცხინვალიდან გაქცევა, შეიარაღების მიტოვება და გაუმართლებელი მსხვერპლი? რატომ არ იყო დაცული გორი, თბილისი, ფოთი, კოდორი და სხვა ადგილები შესაძლო აგრესიისგან და დაბომბვისგან. იყო თუ არა რაიმე შეთნხმება, რუსეთის ხელისუფლებასთან იმ საფუძვლის მოსამზადებლად, რომ შემოეყვანათ შეიარაღებული ძალები, მიესაკუთრებინა აფხაზეთი და ოსეთი და გაეძლიერებინა თავისი გეოპეოლიტიკური გავლენა?
უკვე ამ კითხვების არსებობა მთლიანად თანხვედრაში მოდის სისხლის სამართლის კოედექსის 308-ე მუხლთან:
მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (28.04.2006. N2937) 1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
სააკაშვილის ამბიცური ქმედების შედეგად, რუსეთმა თავისი აგრესია მთელ საქართველოზე განახორციელა. დაბომბა გორი, თბილისის მიდამოები, დაიკავა ფოთის პორტი, უღელტეხილები სამეგრელოში და უბრძოლველად მიიღო კოდორი. იმაზე , რომ სააკშვილმა კოდორი გადააბარა რუსებს, მას ცალკე პასუხიმგებლობა ეკისრება. აქაც ისმის კითხვები:
რატომ გააუქმა სააკაშვილმა ერთადერთი ოფიციალური ,აფხაზების და რუსების მიერ აღიარებული თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა „მონადირე“, რომელიც იცავდა კოდორს და წინააღმდეგიბაში არ მოდიოდა მოსკოვის 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან? რატომ ცდილობდა კოდორში აფხაზეთის მთავრობის განლაგებას, რისთვისაც გამოყოფილი იყო მსხვილი სახელმწიფო დაფინანსება და ამ მთავრობას კოდორში ერთი დღეც არ უმუშავია? რატომ დაარღვია 1994 წლის ხელსეკრულება და კოდორში შეიყვანა მძიმე ტექნიკა და სამხედრო შენაერთები? 2008 წელის აგვისტოში , საერთოდ უბრძოლველად რატომ დატოვა კოდორი ქართულმა ჯარმა, ტექნიკა და შეიარაღება ხელუხლებლად დაუტოვეს რუსებს? თუ კი ტექნიკა ვერ გამოყავდათ, რატომ არ დააზიანეს და მარავალმილიონიანი სამხედრო შეიარაღება და რესურსები რუსებს გადასცეს? რა გარიგება ქონდა სააკაშვილს რუსებთან , სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე და ტერიტორიის დათმობაზე? რატომ დაარღვია 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება და იურიდიული საფუძველი შეუქმნა რუსებს კოდორის ხეობის დასაკავებლად?
ამ კითხვებში არსებული დანაშაული ასევე თანხვედრაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის როგორც 308-ე ასევე 312-ე მუხლებთან, რადგან გარდა ტერიტორიების დაკარგვისა, სააკაშვილმა რუსებს უნიკალური სამხედრო შეიარაღება გადასცა. რუსეთის მედია საშუალებები პირდაპირ ეთერში დამცინავად აჩვენებდა სააკაშვილის დანატოვარ უახლეს შეიარაღებას.
მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (28.04.2006. N2937) 1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე
როცა ამ კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება საკითხი , შეფასება მიეცეს ამ ომის ინიციატორს. რამდენად იყო ყველაფერი გათვლილი, რა ზიანი მიიღო საქართველომ და იყო თუ არა ყოველივე სააკაშვილის აგრესიული ომის შედეგი! ამ საკითხზე პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 404 მუხლი აწესებს:
მუხლი 404. აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება 1. აგრესიული ომის დაგეგმვა ან მომზადება, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 2. აგრესიული ომის გაჩაღება ან წარმოება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. (28.04.2006. N2937)
მნიშვნელოვანია გაირკვეს სააკაშვილი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ ვისი დავალებით მოქმედებდა? მიუხედავად იმასა, რომ მას გაფრთხილება ქონდა მიცემული აშშ-ს პრეზიდენტ ბუშისგან, რომ სამხედრო მოქმედება არ დაეწყო და რუსეთის ქმედებისთვის მწვანე არ აენთო, მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. შედეგებიდან გამომდინარე, აქ რეალურად იკვეთება სამშობლოს ღალატი და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ჩადენილი დანაშაული. ამასთან დაკავშირებეთ აუციელბელია ჩატარდეს კვალიფიცირებული გამოძიება. ასევე ნურავინ დაიჯერებს იმას , რომ მიშამ შეაჩერა რუსების აგრესია! სააკაშვილმა თავისი ქმედებით, რუსეთს მისცა საშუალება სამხედრო აგრესია განეხორციელებინა მთელს საქართველოზე, ყველა ჩვენთაგანი საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც იმ დროს ევროკავშირის თვჯდომარე იყო და აიძულა რუსეთი უკან დაეხია.
ამ ეტაპზე ჩვენი საზრუნავია, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ახალი საფუძვლბი ჩამოვაყალიბოთ, ხოლო საგამოძიებო პროცესის დაწყება სააკაშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოსაკვეთად, კარგი საწინდარი იქნება ამ პროცესის დასაწყებად.
ჩემი აზრით კარგი იქნება , თუ სპეციალური კომისია შეისწავლის და გამოკვეთავს აფხაზეთში და სამაჩაბლოში კონფლიქტის დაწყებასა თუ მოგვარებაში პრეზიდენტ გამსახურდიას, სიგუა-კიტოვანი-იაოსელიანის პრეზიდენტ შევარდნაძისა და პრეზიდენტ სააკაშვილის როლს! საზოგდოებამ უნდა იცოდეს სიმართლე , რომ არ დავუშვათ შემდგომში საბედისწერო შეცდომები.
ისტორიისთვის 20-50 წელი არც თუ ისე დიდი დროა და ბევრჯერ დაცემული საქართველო აღმდგარა, გაერთიანებულა და აღორძინებულა. ჩვენ პოლიტიკური დავა არ უნდა დავაყენოთ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ერთობლივი პოზიციით შევქმნათ პრეცენდენტი პასუხიმგებლობისა იმაზე რომ, მეფე იქნება, დიქტატორი თუ სხვა მმართველი პასუხს აგებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატისათვის!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე. Marshalpres.ge