პარლამენტის თავჯმდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” ლიდერები პირდაპირ საუბრობენ, რომ მათ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა “რევოლუციასა და დესტაბილიზაციას” ვერ ეღირსებიან.
“ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად “ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. მაგალითად, რუსი შკლიაროვი პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, სააკაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, ის ამას მიიღებს. “ნაცმოძრაობის” ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, მათ ასეთი სცენარები 2016 წელსაც ჰქონდა და სხვა დროსაც, მაგრამ ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციასა და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ. ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც რევოლუციურ სცენართან არის დაკავშირებული. როტორიკა არის აქეთ მიმართული. მე ყველას მინდა მოვუწოდო, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არსებულ პროვოკაცებს არ აჰყვეთ”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შგახსენებთ, რომ პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი რადიოსადგურ “ეხო მასკვის” ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს.
“არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში სიტუაცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი “ვარდების რევოლუცია” ან ხელისუფლების შეცვლა, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილი ცვლილებების დემოკრატიული “რევოლუცია”. რევოლუცია, რომელშიც წაგებულები არ იქნებიან. საქართველო გახდება ახალი ტიპის უფრო ძლიერი დემოკრატიული “სახელმწიფო-სტარტაპი”, – წერს ვიტალი შკლიაროვი.
info9.ge