შემირცხვენია თქვენი მეომრობაც და კაცობაც ……“ – მალხაზ თოფურია

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვას კამპანიაში „არა სალომე ზურაბიშვილს“ ეხმიანება:

„არ გიტყდებათ მაინცაა კაცმა რომ გკითხოთ “ომის გმირებს” ერთი დორბლიანი კაცის დაწერილ ტექსტს რომ პოსტავთ ყველა, სადაც წერტილ მძიმეც კი გადაკოპირებული გაქვთ და სახელ გვარი გაქვთ მარტო შეცვლილი, ან იმ დაღუპული ბიჭების არ გრცხვენიათ , ზოგს წამებაში სულს რომ ხდიდენ და ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო…. და ამ დროს თბილისში სამარცხვინო ტაშფანდური ქონდა გამართული მაგ თქვენი წერილის “ზაკაზშიკს” ან ესე ერთბაშად რამ შეგაყვარათ კაგებე და მასში გამოზრდილი შტაბკვარწირა, შემირცხვენია თქვენი მეომრობაც და კაცობაც …… დიდება გმირებს არ დაგავიწყდეთ მიაწეროთ თქვენ ჰეროიკულ პოლიტიკანურ ნაკვესებს კაცუნებო“ – წერს სოციალურ ქსელში მალხაზ თოფურია.
alia.ge