ზაზა სარალიძე – მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა საუბარი, ნუ მეთამაშებიან – ხვალინდელი აქცია ძალაში რჩება!

მირზა სუბელიანის დაკავებას და შსს-ს საგანგებო ბრიფინგს ზაზა სარალიძე “რუსთავი 2”-თან ეხმიანება.

“აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის დაფარვა. რატომ არ კითხავენ საქმის პროკურორებს, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე. მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვთვალე, ვინც უნდა დაკავებულიყო. შსს-ს ვთხოვ, ნუ მეთამაშებიან. ეს იყო ერთგვარი გარიგება – მოჩვენებით დააკავეს მირზა სუბელიანი? მხოლოდ შეურტყობინებლობა არ იყო. საქმის გამყალბებელ პირებზე ვსაუბრობ! რა თქმა უნდა, ხვალინდელი აქცია ძალაში რჩება. რატომ არ არის მიხეილ კალანდია დაკავებული, რომელმაც შეცვალა ჩვენება? ვინ არს ბორჩაძე? ეს არ არის შსს-ს გამოვლენილი. ისინ 15 აპრილს უკვე იდენტიპიცირებულები იყვნენ. ახლა ცდილობენ მიხეილ კალანდიას შეცვლილი ჩვენება დაფარონ!”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

http://eurus.ge