სუბელიანისთვის წაყენებული ბრალი ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს!

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისთვის, წაყენებული ბრალი ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის სსსკ-ის 376-ე მუხლით არის დაკავებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

“სისხლის სამართლის კოდექსის” 376-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.