იურისტთა ჯგუფი ვექილი გიწვევთ უპრეცენდენტო პროექტი: „საქორწინო კონტრაქტის“ პრეზენტაციაზე

იურისტთა ჯგუფი ვექილი იწყებს გრძელვადიანი პროექტების ციკლს სამართლის პროფილით. წარმოგიდგენთ უპრეცენდენტო პროექტს სახელწოდებით „საქორწინო კონტრაქტი“, პროექტის ფარგლებში ჩატარდება მინი ტრენინგები აუდიო-ვიდეო პრეზენტაციების სახით მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის უმთავრესი მიზანია საზოგადოებისთვის ცნობადი და ხელმისაწვდომი გახადოს სრულყოფილი ინფორმაცია საქორწინო კონტრაქტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე სანოტარო პალატის მიერ ჩატარებულ კვლევებს. თუ რამდენმა წყვილმა ისარგებლა საქართველოში საქორწინო კონტრაქტის სერვისით და რამდენად იცავს ხსენებული კონტრაქტი ორივე მხარის უფლებებს ამავე პროექტის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა-გავრცელება და ასევე მედია პიარი მასმედიის საშუალებებით (ელექტრონული პრესა, მედია პორტალები, რადიო-ტელევიზია) კომპანია ვექილი ჩაატარებს მსგავს სემინარებს ყველა დაინტერესებულ მსხვილ ორგანიზაციაში, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა დიდ აუდიტორიებში, რათა საჭირო და მართებული ინფორმაცია მიაწოდოს ადვილად გასაგები ენითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით ფართო აუდიტორიას.

პროექტის ხანგრძლივობა – საათი და 40 წუთი. შესვენების დროს კოფე-ბრეიქი მოწვეული სტუმრებისთვის. სემინარს დაესწრებიან: არასამთავრობო და პოლიტიკური სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლები. პროექტის ტრენერი: საერთო პროფილის მქონე ადვოკატი: ილონა ღოღაძე. სპეციალური სტუმარი ნოტარიუსთა პალატიდან და მოწვეული სტუმარი – არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა სოლიდარობის საზოგადოება „თეთრი რაშის“ თავმჯდომარე: ფსიქოლოგი: ანნა ლენორმანი. ტრენინგის დასასრულს ყველა მსმენელს გადაეცემა შესაბამისი დანიშნულების მქონე სერთიფიკატი იურისტთა ჯგუფი ვექილის ხელმძღვანელისგან.

დასწრება ფასიანია.

მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდით საკ. ტელ: 514-87-93-93, ან მოგვწერეთ და ჩაეწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: infoveqili@gmail.com. www.veqili.ge

გაიგეთ მეტი თქვენს კანონიერ უფლებებზე და იქნებით დაცულები. გისურვებთ წარმატებას.

კომენტარები ფეისბუქიდან