მირზა სუბელიანი დაკავებულია.
და რა თქმა უნდა, რომ არა პირველ რიგში ზაზა სარალიძის და მის გვერდით დამდგარი ათი ათასობით ადამიანის თავგანწირული ბრძოლა, ხელისუფლება ამ ნაბიჯსაც არ გადადგამდა.
მაგრამ…
მოდით, ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ სრულიად საფუძვლიანი ემოციები, ჩავრთოთ გონება და სანამ გამარჯვების ყიჟინას შემოვძახებთ, უმარტივეს კითხვებზე უმარტივესი პასუხები გავცეთ.
რატომ დააკავა ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად, შსს–მ სუბელიანი?!
ცხადია რომ არა სიმართლის დადგენის მიზნით, რადგან ამის თაობაზე მთელი 6 თვის განმავლობაში მას აფრთხილებდა ზაზა სარალიძე და ხელისუფლებამ არა მარტო ყურად არ იღო გამწარებული მამის მოთხოვნები, იქით მუქარაზე გადავიდა და სულში ჩააფურთხა შვილმოკლულ მამას.
ნამდვილი მიზეზი ამ ნაბიჯის გადადგმის მხოლოდ ერთია – მინიმალური დათმობებით გადარჩეს დანაშაულებრივი სისტემა!
პირველი ასეთი მინიმალური დათმობა იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შოთაძის განთავისუფლება. რატომ მინიმალური? თუნდაც იმიტომ რომ შოთაზე წესით პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული და არა უბრალოდ განთავისუფლებული, რის შემდეგაც ყოფილი ჩინოვნიკები არა ციხეში, არამედ მაღალანაზღაურებად სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში თუ მარეგულირებელ კომისიებში ხვდებიან.
რა მუხლით არის დაკავებული სუბელიანი? – დანაშაულის დაფარვის მუხლით, რაც 2–დან 4 წლამდე პატიმრობას ან სულაც ჯარიმას ითვალისწინებს! ლაპარაკია კაცზე, რომელმაც უბრალოდ კი არ დაფარა დანაშაული, არა! ამ კაცმა გაანადგურა ყველა მტკიცებულება, გააფრთხილა დამნაშავე, და ბოლოს და ბოლოს თავდაყირა დააყენა მთელი პროცესი!
გაბედავდა თუ არა სუბელიანი ამას მარტო? – რა თქმა უნდა ვერ გაბედავდა და მას ამ დანაშაულში გვერდით ჰყავდა ხელისუფლების ყველა შტო! ყველა! ანუ მთელი სისტემა!
რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, უფრო სწორად კი ამდენ რეგვენში ერთადერთმა ჭკვიანმა და ვერაგმა შინაგან საქმეთა მინისტრმა?
შექმნა კონტრაქციების მთელი ქსელი დაწყებული ქუჩიდან დამთავრებული პარლამენტით;
მთელი ძალით აამუშავა კარგად ნაცადი ჭორების გამავრცელებელი მანქანა მსხვერპლის დამნაშავედ და დამნაშავის მსხვერპლად გადაქცევის მიზნით;
ერთი დით ადრე 10 ივნისის აქციამდე, რომლის წარმატებაზეც ბევრად არის დამოკიდებული ამ ხელისუფლების მომავალი, საპარლამენტო საგამომძიებლო კომისია ულტიმარუმს უყენებს ხელისუფლებას რომ მან დააკავოს მირზა სუბელიანი და ამ განცხადების “შიშით დაზაფრული” ხელისუფლება რამოდენიმე საათში ამ მოთხოვნას ასრულებს!
რატომ? იმიტომ რომ 10 ივნისის აქცია არ შედგეს. და ყველა ნაბიჯი, რაც აქ ჩამოვთვალეთ სწორედ ქუჩის აქხიების შიშითაა გადადგმული, რადგან სწორედ ქუჩის აქციებს შეუძლია ამ სისტემის დანგრევა და ხელისუფლების რიგგარეშე არჩევნებით შეცვლა!
პრიმიტიულ ტვინებზე გათვლილი უმარტივესი გეგმა, რომელმაც ეს ხელისუფლება და ეს დანაშაულებრივი სისტემა უნდა გადაარჩინოს!
მირზა სუბელიანის აქხიამდე 1 დღით ადრე დაჭერა ზუსტად იგივეა რაც 13 მაისს გახარიას მიერ მოხდილი ბოდიში! ისეთივე ყალბი და არაფრისმომტანი!
ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით – ის შვილმოკლულ მამას – ზაზა სარალიძეს ეჯახება და არა ამჯერად დასასვენებლად წასულ გადაღლილ ბექა წიქარიშვილს!
და ისევ, ამ მზაკვრული ნაბიჯის მიერ, ვისმენთ ზაზა სარალიძის ბრძნულ განცხადებას – ის არ ტყუვდება! ვერც მირზა სუბელიანის დაკავებით მოატყუეს ალალმართალი, უკეთილშობილესი გამწარებული მამა!
და ეხლა მხოლოდ ჩვენზე – ხალხზე, პოლიტიკოსებზე მათ შორის, არის დამოკიდებული, იმუშავებს თუ არა ეს გეგმა და გადაარჩენს თუ არა ის ამ დანაშაულებრივ სისტემას რომელმაც შეიძლება ხვალ ჩვენი შვილები იმსხვერპლოს!
და რომ არ გაცუდდეს ის რისთვისაც ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა იბრძვის;
რომ ზაზასთან ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი მოკლული შვილები და დავიცვათ ცოცხლები;
რომ მართლა დაინგრეს ის სისტემა რომელსაც ამდენი სისხლი და უსამართლობა მოაქვს,
ყველა დედა, ყველა მამა, ყველა ბებია, ყველა ბაბუა, ყველა შვილი ხვალ 4 საათზე რუსთაველზე შვენი შვილების მომავლისთვის!
ჩემი სოლიდარობა ზაზა სარალიძეს!
timer.ge