ზურაბიშვილი როს უისლონს “ნაციონალური მოძრაობის” ნეოსაბჭოთა კამპანიასა და სატელეფონო მუქარებზე ესაუბრა

დღეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. 

შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ელჩს საარჩევნო კამპანიაზე მიაწოდა ინფორმაცია. 

“ავუხსენი რა მდომარეობაში დაიწყო საარჩევნო კამპანია; რომ ჩემი მოწოდება იყო ევროპული და დასავლური საარჩევნო კამპანია და როგორ გადაიქცა ის ნეოსაბჭოთა კამპანიად. მას გავაცანი ბოლო დროის მუქარები ჩემს მიმართ, ასევე, ჩემი შვილების მიმართ, ჩემი ქალიშვილის მიმართ, რომელც არის ამერიკის მოქალაქე“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
2020nevs.ge