„პროტესტმა უკან დახევა აიძულა ხელისუფლებას… აუცილებელია, ხვალ ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე“- გიორგი ვაშაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას აფასებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება ზაზა სარალიძეს „აწვალებს“ და აუცილებელია 10 ივნისს თბილისის პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო მიტინგზე ბევრი ადამიანი მივიდეს.„საზოგადოებრივმა პროტესტმა უკან დახევა აიძულა ხელისუფლებას და პირველი მცირე შედეგი არის აქიდან გამომდინარე, მაგრამ, ნახეთ რას ცდილობენ ახლა ისინი, რომ რაღაცა მუხლები ისე შეუფარდონ ამ ადამიანებს, რომ რაღაცა ჯარიმა, რაღაცა იმეებით გამოიყვანონ ეს ყველაფერი. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ზაზა სარალიძის განცხადებას, რომ ეს არის მართლა თამაში, რომლითაც ფაქტობრივად, აწვალებენ ამ ადამიანს, შვილმოკლულ მამას და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ხვალ ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

http://guardian.ge