მეჭიაური: ვეხმაურები ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, გავდივარ შვებულებაში და ვერთვები საარჩევნო კამპანიაში.
“ვეხმაურები რა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, გავდივარ შვებულებაში და ჩემს თანაპარტიელებთან ერთად ვერთვები აქტიურ საარჩევნო კამპანიაში”, – ამის შესახებ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დუშეთსა და თიანეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი შტაბები გაიხსნება.
“ასევე ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაუკავშირდნენ მის საარჩევნო შტაბებს და აღმოუჩინონ დახმარება!”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
ipress.ge