თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას, პრეზიდენტი ლოგიკურად მიიჩნევს!

პრეზიდენტის განცხადებით, ის პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვებას არ მიესალმება, ხოლო თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ უნდა გადადგეს. ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პირი ტვ პირველის ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან, გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

„მე არ მაქვს დღეს ეს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს მოთხოვნა საზოგადოების დასაყენებელია ან არდასაყენებელი. პრემიერის გადადგომის განცდა მე პირადად, როგორც პოლიტიკოსსა და როგორც მოქალაქეს, არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პროცესის ადეკვატურობაზე, რადგან პოლიტიკოსები უნდა ესაუბრებოდნენ ხალხს. არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ „ფეისბუქფეიკით“ პოლიტიკურ პროცესს განაპირობებ. არ უნდა ამოეფაროს არცერთი პოლიტიკოსი პროპაგანდის შიდაპოლიტიკურ მანქანას, ეს დამღუპველია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მიესალმა იმ ფატქს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას, პრეზიდენტი მას ლოგიკურად მიიჩნევს.

„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოიებაში არსებულ პათოსთნ რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, ეს არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა“.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძლიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ – მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

http://medianews.ge