სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იგი მიესალმება შსს. მიერ განხორციელებულ საგამოძიებო ქმედებებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი და საპარლამენტო კომისია მისივე თავმჯდომარეობით აბსოლუტურად ყველა დეტალს გამოიძიებს, რაც უკავშირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარ საზარელ მკვლელობას. ხოლო რაც შეეხება რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებს სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მისი პარტია აქციის ორგანიზებაში არ ღებულობს მონაწილეობას, თორემ ზოგადად ამ საპროტესტო აქციებს ის და მისი გუნდიც მხარს უჭერს.
