“გირჩმა” ყველაფერი საინტერესოდ ახსნა: ჩახდილიუკანალი თავისუფლების სიმბოლოა, როცაშოტლანდიელები ინგლისელებსებრძოდნენ, მაშინ უჩვენებდნენ უკანალსო.

წინასაარჩევნოდ გრძელდება ამომრჩევლისა და ჩრდილოელიმეზობლის ნერვებზე თამაში. სიმართლეგითხრათ, არც კი ვიცი, რა დავარქვა იმისტერიკას, რომელიც კონკრეტულად შიდაქართლში ხდება და რატომ ჰგონიახელისუფლებას, რომ რუსეთს მოთმინებისძაფი არ გაუწყდება. ის, რომ რუსეთსიწვევენ, ისე აშკარაა, რომ აქამდეშეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ახლაკი ყველაფერი, ამ სიტყვის პირდაპირიმნიშვნელობით, უკანალისკენ წავიდა. მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ.

სოფელ ატოცთან გადმოწეული საზღვრის სანახავად ჯერ რიგითი მოქალაქეები ჩავიდნენ, შემდეგ _ არასამთავრობო სექტორი, მერე _ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. სხვათა შორის, ქალბატონ სალომეს ატოცში, რუსი ჯარისკაცების ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დახვდნენ და “უნამუსო ჩათლაშკა” უძახეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ზურაბიშვილის თანმხლებნი გულში მჯიღს იცემდნენ და რუსეთის ბაზებისკენ ხელებს შლიდნენ, ზურაბიშვილს საზღვრის პირობითი ზოლიც გადააკვეთინეს, _ აქაოდა, ნახეთ, ჩვენი კანდიდატი რა გამბედავიაო, მაგრამ, როცა სააკაშვილის ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანაღვინჯილიამ სალომეს თავზე “დაახურა”, გამბედაობა სადღაც გაქრა და ისინი, უბრალოდ, გაიძურწნენ.

აი, ამ ყველაფრის კულმინაცია სასაზღვრო ზოლთან “გირჩის” წარმომადგენელთა ჩასვლა იყო. კი არსებობდა ეჭვი, რომთრიაქით ოფიციალურად გაბრუებული“გირჩელები” რაიმე დიდ სისულელესჩაიდენდნენ, მაგრამ, თუ ასე“გამოუკანალდებოდნენ”, ნამდვილადარავის ეგონა. მოკლედ, მივიდნენ “გირჩის” “ვაჟკაცები” საზღვართან, ჩაიხადესშარვლები და რუს ჯარისკაცებს შიშველიუკანალები მიუშვირეს. პერფომანსადმონათლულმა ამ პროვოკაციამ ისეთიაღფრთოვანება გამოიწვია “გირჩის” მხარდამჭერებში, რომენაგადმოგდებულებმა დადუჟმორეულებმა ტაშიც დასცხეს, ხელებიციქნიეს რუსების მხარეს და“შარვალჩახდილები” დაუბრუნდნენდედაქალაქს.

ეს ყველაფერი არ არის. პარალელურად სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში ტრიალებს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ 2008 წელს ომი თვითონ დაიწყო, ამასვე აღიარებს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაიაც,რომელიც მაშინ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე იყო, ახლა კი სააკაშვილის გუნდის წევრია. ანუ, ცალკე “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, სალომე ზურაბიშვილს დაუმტკიცოს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი ჰააგაში რუსებს მტკიცებულებად აქვთ ომის დაწყების თაობაზე, და ცალკე “ქართული ოცნება” ცდილობს, ომის დაწყებაში სააკაშვილი დაადანაშაულოს.

რა გამოდის?! წინასაარჩევნოდ, მეორე ტურში გადასული კანდიდატები იმაზე კი არ ზრუნავენ, მოსახლეობას თავიანთი საარჩევნო პროგრამა გააცნონ _ აუხსნან ამომრჩეველს, რის გაკეთებას აპირებენ და როგორ, არამედ იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომელს უფრო ეზიზღება რუსეთი. რატომღაც ორივე კანდიდატს ჰგონია, რომ, თუ რუსეთს უარყოფით კონტექსტში ახსენებს, ამით რეიტინგი მოემატება, რეალურად კი…

ატოცში გამართული “პერფომანსის” შემდეგ “გირჩის” წევრებს საქართველოსმოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმადედა აგინა. შარვალჩახდილი დაუკანალგადმოგდებული კაცების ნახვამყველა გააღიზიანა. ეგ კი არა, ვინც მანამდეტაში დაუკრა, იმათაც გაკიცხვა დაიწყეს: ესრა წესია, ასე როგორ შეიძლებაო. “გირჩმა” ყველაფერი საინტერესოდ ახსნა: ჩახდილიუკანალი თავისუფლების სიმბოლოა, როცაშოტლანდიელები ინგლისელებსებრძოდნენ, მაშინ უჩვენებდნენ უკანალსო.
სოსო ბარბაქაძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.