“მე ვიცავ თავისუფლებას,”- ამგვარი დევიზით ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს უარყოფით შეფასებას აძლევენ და აღნიშნული რეჟიმის მიერ ქვეყნისა და მათი ოჯახების წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებენ.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოქალაქეებს აშინებდა, ქვეყნის მმართველობაში არ უნდა დაბრუნდეს.
მათივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაჩვენები შედეგი “ქართული ოცნების” გამოფხიზლებას ემსახურებოდა. თავისუფლების დასაცავად შეკრებილი მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ დღეს ბრძოლა რუსულ და ევროპულ დიპლომატიას შორის მიმდინარეობს.
მათივე განცხადებით, ქართველი ერი ევროპელია და რუსული დიპლომატიის გამარჯვებას არ დაუშვებენ.
თეატრის წინ, შეხვედრის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, სლოგანით “არა მიშას, არა ნაცებს”, “ჯალათები ციხეში”, “უარი კგბ-ს დიპლომატს”.
სამოქალაქო მოძრაობის წარომადგენლები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სისხლიანი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას.
ipress.ge