საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო საჩუქარი ქართველ ხალხს

„როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დასაძლევად და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხაებას,რომ  განცხადებას, რომელმაც მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. კახა კალაძემ მის ამ განცხადებას კლოუნადა უწოდა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის დასაძლევად „ქართული ოცნება“ და პრემიერი მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა.მისი თქმით, “ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო”.
“მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მომავალშიც მოაგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები”, – განაცხადა კახა კალაძემ.