თბილისიდან ინდოეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება – “ტავ ჯორჯია”

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროოპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია “ინდგიო” საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.

დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით, 2019 წლის თებერვლიდან აპირებს. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა და, შესაბამისად, უცნობია, რა ეღირება ბილეთი.

როგორც “ტავ ჯორჯია” აცხადებს, “ინდიგოს” წარმომადგენელმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ტავ ჯორჯიასთან” მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს. ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია საქართველოს საავიაციო ბაზრით ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში ტავ ჰოლდინგის ორგანიზებით გაიმართა.

“ტავ ჯორჯიას” ცნობით, ავიაკომანია “ინდიგო” 2006 წელს დაფუძნდა. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, “ინდიგოს” უკავია ინდოეთის ბაზრის 43.2%. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის “ინდიგო” ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.

http://netgazeti.ge