პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 20 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხებს.
რის შეცვლას გეგმავს ერთი წლის განმავლობაში, არსებობს თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე და რატომ დადგა საქართველო პრინციპული არჩევანის წინაშე – ამ და სხვა საკითხებზე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში “იმედი LIVE” ისაუბრებს. გადაცემა 22:00 საათზე დაიწყება.
“ინტერპრესნიუსი”. kvirispalitra