რომის პაპს საჩუქრად ქართველი ხატმწერის დაწერილი ხატი გადასცეს
პაპი ფრანცისკე და თამარ გრძელიძე.
დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, წმინდა საყდართანსაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
გრძელიძემ რომის პაპს ქართველი ხატმწერის, დავით ხიდაშელის მიერ შექმნილი წმინდა ფრანცისკეს ხატი გადასცა საჩუქრად.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-წმინდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურად შეაფასეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის ვიზიტებს, – მათ შორის, – 2016 წელს რომის პაპის ვიზიტს საქართველოში.
პაპმა ფრანცისკემ საქართველოს ელჩს წმინდა საყდარში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.
imedinevs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი