მერკელი: ნაციონალიზმს შანსი აღარ უნდა მიეცეს ევროპაში, ჩვენი მომავალი ტოლერანტობა და სოლიდარობაა.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვლავ ნაციონალიზმის საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლის მოვლენებიდან გამომდინარე საჭიროა შეიქმნას ნამდვილი ევროპული არმია.
სოლიდარობა ტოლერანტობაზეა დაფუძნებული და ესაა ევროპის ძალა. ეს ჩვენი საერთო, ევროპული გენის ნაწილია და ეს ნიშნავს ნაციონალური ეგოიზმის დაძლევას,” – განაცხადა მერკელმა.
ნაციონალიზმს და ეგოიზმს აღარ უნდა მიეცეს ევროპაში აყვავების შანსი. ტოლერანტობა და სოლიდარობაა ჩვენი მომავალი. და ეს მომავალი ბრძოლად ღირს,” – დაასკვნა მან.
“თუ გასული წლის მოვლენებს გადავხედავთ, მართლა მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ხედვაზე, რომ ერთ დღესაც შეიქმნას ნამდვილი ევროპული არმია,” – ასევე განაცხადა მან.
წყარო: https://www.breitbart.com. alt.info