ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა ქონდეს საზოგადოებიდან – ივანიშვილი

მისი თქმით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლებამ მისი ყველა გაჭირვება იცის და თუ არ შეუძლია გაკეთება, უთანგრძნოს მაინც.

ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა ქონდეს საზოგადოებიდან – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა ქონდეს საზოგადოებიდან. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო. ასეთი გვინდა ჩვენ რომ ავაშენოთ და ამისთვის ვიღწვი მე პირადად, რომ ოდნავი ეჭვის რესურსიც არ გააჩნია ხელისუფლებას, რომ საზოგადოებამ მათ დამოკიდებულებაში ეჭვი შეიტანოს. მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება გაამაგრებს სახელმწიფოს, ძლიერი სახელმწიფო სჭირდება იმ გამოწვევებს რაც ჩვენ გაგვაჩნია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიმარჯვოთ და წავიდეთ წინ და განვითარდეთ და მივიდეთ იქ სადაც ჩვენ გველოდება ჩვენი ოჯახი, ჩვენი ისტორიული მომავალი, განვითარებული ევროპა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Ghn.ge