ბრძოლა ატოცისთვის: ანტისაოკუპაციო პროტესტს ბაიკერებიც უერთდებიან

17 ნოემბერს ქართველი ბაიკერები ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ჩასვლას და  რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას გეგმავენ. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.

„ბაიკერების კლუბი“ აპირებს შაბათს ჩამოსვლას. აპირებენ ამ ღორისშვილებისთვის თქმას, რომ ჩვენ ვიღვიძებთ, ერთად ვიქნებით და ჩვენს მიწას არ დავთმობთ“,– ამბობს ქაცარავა.

მისივე ინფორმაციით, უკვე 18 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.  

„მადლობა საავტომობილო ფედერაციას – კვირას აქ უდიდესი აქცია ჩატარდება. ისინი უწევენ ორგანიზებას“,– ამბობს ქაცარავა.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს ოკუპანტებმა სოფელ ატოცთან ბარიერების დამონტაჟების პროცესი განაახლეს. ამ დროისთვის სოფელთან 148 ბოძია დამონტაჟებული. ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ადგილობრივებთან 7 ნოემრიდან 24–საათიანი მორიგეობა წამოიწყეს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით,ამ დროისთვის ბოძების დამონტაჟების პროცესი შეწყვეტილია.

 accent.com